თსუ – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი

გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორის მეცნიერ-თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გეომეცნიერთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში (EGU 2024)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის #FR-21-26377 დაფინანსებით, გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორის მეცნიერ-თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გეომეცნიერთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში (EGU 2024). აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ქ. ვენაში (ავსტრია) ა.წ. 14-19 აპრილს და მონაწილეობდნენ: უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვიქტორ ალანია, მეცნიერ-თანამშრომლები ნინო ყვავაძე და ონისე ენუქიძე. საგრანტო პროექტის ფარგლებში წარდგენილ იქნა 3 მოხსენება (1 ზეპირი და 2 სასტენდო): “3-D structural model of the Rioni foreland fold-and-thrust belt, Georgia” (EGU24-7828); “Earthquake data analysis in the Racha region, Georgia: Implication for 3D structural model active faults” (EGU24-16075); “Active crustal-scale duplexes and structural wedge in the central part of Greater Caucasus orogen pro-wedge, Georgia” (EGU24-6771).

წარდგენილი მოხსენებებით ახლებურადაა გაშუქებული ცენტრალური კავკასიონის პრო-სოლის და რიონის ფორლანდის ტექტონიკური აგებულება, კინემატიკური ევოლუცია და სეისმურად აქტიური სტრუქტურები.

აღსანიშნავია რომ, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვიქტორ ალანია იყო ტექტონიკისა და სტრუქტურული გეოლოგიის სექციის-TS3.3 თანაწამყვანი და მისი ხელმძღვანელობით დამატებით წარდგენილ იქნა ორი მისი მაგისტრანტის სასტენდო მოხსენებაც. მაგისტრანტები პირველად მონაწილეობდნენ ასეთ მასშტაბურ კონფერენციაში, რაც მათთვის დიდი გამოცდილება იყო.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top