ძვირფასო კოლეგებო,
2026 წ. 29-31 ოქტომბერს ქ. თბილისში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მე-2 საერთაშორისო სამეცნიეროკონფერენცია„გეოფიზიკისაქტუალურიპრობლემები“ – 2nd International Scientific Conference “Modern problems in Geophysics ”.
გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!
კონფერენცია ჩატარდება ორენაზე (ინგლისური, ქართული).
ნაშრომები, პრეზენტაციები და პოსტერები უნდა იყოს წარდგენილი აუცილებლად ინგლისურ ენაზე.
კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით).
საკონტაქტოპირი:
ეკატერინე მეფარიძე – ელ. ფოსტა: geophysics@tsu.ge, მობ.: (+995) 599-90-41-00
ig-geophysics.ge
დანართი: 1. საინფორმაციო წერილი,
2. სარეგისტრაციო ბარათი,
3. მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის.
4. სტატიის ნიმუში.
მნიშვნელოვანი თარიღები
- განაცხადების და სტატიების მიღება (თანდართული ფორმებით) – 2026 წ. 10 სექტემბრის ჩათვლით;
- სტატიების შერჩევა და შერჩეული სატატიების შესახებ შეტყობინების გაგზავნა – 2026 წ. 25 სექტემბერი;
- პოსტერის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2026 წ. 15 ოქტომბრამდე. დასწრებულად სტენდური მოხსენების შენთხვევეში პოსტერები იქონიეთ თან;
- ავტორთა შეტყობინება (პროგრამა და სხვ) – 2026 წ. 1 ოქტომბრამდე;
- კონფერენციის შრომათა კრებულის გამოცემა – 2026 წ. 29 ოქტომბრამდე;
- თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გეოფიზიკის ინსტიტუტის პორტალზე კონფერენციის შრომათა კრებულის და ცალკეული სტატიების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა – 2026 წ. 15 ნოემბრამდე;
- კონფერენციაზე რეგისტრაცია – 2026 წ. 29 ოქტომბერი;
- სერტიფიკატების გაცემა – 2026 წ. 29-31 ოქტომბერი.
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
2nd International Scientific Conference „Modern problems in Geophysics”, Proceedings,
ISBN XXXXXXXXX, ISSN 3088-4349, Tbilisi, Georgia, October 29 – 31, 2026
2026 წ. 29-31 ოქტომბერს ქ. თბილისში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მე-2 საერთაშორისო სამეცნიეროკონფერენცია „გეოფიზიკის აქტუალურიპრობლემები“
გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!
მონაწილეობის მისაღებად!
კონფერენცია ჩატარდება ორ ენაზე (ინგლისური, ქართული).
ნაშრომები, პრეზენტაციები და პოსტერები უნდა იყოს წარდგენილი აუცილებლად ინგლისურენაზე.
კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით).
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური. სტატიების წარდგენა ხდება ინგლისურ ენაზე. ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა (თანდართული ფორმებით).
კონფერენციის მონაწილეები თავისუფალი არიან საორგანიზაციო ხარჯების გადახდისგან (კონფერენციის ჩატარება, კრებულის და პროგრამის ბეჭდვა.)
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი არ აფინანსებს მონაწილეების სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო, დღეღამურიხარჯი).
კონფერენციის თემები
- დედამიწის წიაღის ფიზიკა, სეისმოლოგია, გეოდინამიკა.
- ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, კარტოგრაფია.
- გეოლოგია, ტექტონიკა, ვულკანოლოგია.
- გეომაგნეტიზმი, პალეომაგნეტიზმი.
- ატმოსფერო, მეტეოროლოგია, კლიმატი.
- ოზონი, ზედა ატმოსფერო, იონოსფერო.
- ოკეანოგრაფია.
- ჰიდროგეოფიზიკა, საინჟინრო და გარემოს გეოფიზიკა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება.
- ჰიდროლოგია, საინჟინრო გეოფიზიკა.
- მზე-დედამიწის კავშირები.
- პლანეტარული გეოლოგია და გეოფიზიკა.
- ეკოლოგია, ეკოსისტემები.
- ბუნებრივი კატასტროფები და გეოსაფრთხეები.
- მონაცემტა ანალიზი.
- ადამიანი და გარემო (სამედიცინო მეტეოროლოგია, ბიოკლიმატოლოგია, ასტრობიოლოგია, კოსმოსური ამინდი და სხვა).
- სხვა საკითხები, დაკავშირებული დედამიწის ძირითადი გარსების (ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო) კვლევებთან.
კონფერენციის მიზნები
- მეცნიერთა პოტენციალის გამოვლენა კომპლექსური გეოფიზიკური კვლევების დარგში;
- მეცნიერთა კავშირების დამყარება და განმტკიცება;
- სამეცნიერო კვლევების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა;
- კონფერენციის თემის საკითხების მიმართ საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- კონფერენციის თემის საკითხების გარშემო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება;
- მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირებისთვის იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია კომპლექსურ გეოფიზიკურ კვლევებთან.
კონფერენციის ამოცანები
- საქართველოში კომპლექსური გეოფიზიკური მრავალწლიანი კვლევების შედეგების პრეზენტაცია პლენარულ სხდომაზე (ზეპირი\სტენდური\ვიდეო);
- სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული მოხსენებების პრეზენტაცია და მათი განხილვა პლენარულ, სასექციო სხდომებზე და სტენდური სახით.
სამიზნეჯ გუფები
- ქართული და უცხოური სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფერენციის თემატიკასთან (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, საგანგებო სიტუაციების სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო კორპორაციები და სხვა).
მოსალოდნელი შედეგები
- კომპლექსური გეოფიზიკური კვლევების ისტორიული და თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაცია;
- მსოფლიოს ფართო საზოგადოებისათვის იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია კომპლექსური გეოფიზიკური მეცნიერების დარგთან;
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული თანამედროვე მიღწევების სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენებისათვის;
- კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური რისკების შეფასება და ამ რისკების პრევენციისათვის საერთო მოქმედებების ორგანიზების შესაძლებლობების გამოვლენა;
- ქვეყნების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად კომპლექსური გეოფიზიკური კვლევების გამოყენების გაფართოების შესაძლებლობების შეფასება;
- კომპლექსური გეოფიზიკური კვლევების საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
კონფერენციის ორგანიზატორები
- თსუ, მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი;
- სტუ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი;
- საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია.
მნიშვნელოვანი თარიღები
- განაცხადების და სტატიების მიღება (თანდართული ფორმებით) – 2026 წ. 10 სექტემბრის ჩათვლით;
- სტატიების შერჩევა და შერჩეული სატატიების შესახებ შეტყობინების გაგზავნა – 2026 წ. 25 სექტემბერი;
- პოსტერის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2026 წ. 15 ოქტომბრამდე. დასწრებულად სტენდური მოხსენების შენთხვევეში პოსტერები იქონიეთ თან;
- ავტორთა შეტყობინება (პროგრამა და სხვ) – 2026 წ. 1 ოქტომბრამდე;
- კონფერენციის შრომათა კრებულის გამოცემა – 2026 წ. 29 ოქტომბრამდე;
- თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გეოფიზიკის ინსტიტუტის პორტალზე კონფერენციის შრომათა კრებულის და ცალკეული სტატიების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა – 2026 წ. 15 ნოემბრამდე;
- კონფერენციაზე რეგისტრაცია – 2026 წ. 29 ოქტომბერი;
- სერტიფიკატების გაცემა – 2026 წ. 29-31 ოქტომბერი.
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე მეფარიძე – ელ. ფოსტა: geophysics@tsu.ge, მობ.: (+995) 599-90-41-00
ig-geophysics.ge
2nd International Scientific Conference „Modern problems in Geophysics”, Proceedings,
ISBN XXXXXXXXX, ISSN 3088-4349, Tbilisi, Georgia, October 29 – 31, 2026
მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე – A4 ფორმატი – ტექსტურ რედაქტორ Word 2003 -ში; (save as 97-2003);
- არეები: ზედა, მარცხენა, მარჯვენა, ქვედა – 20 მმ;
- გამოყენებული შრიფრი: ინგლისურ ენაზე – Times New Roman. სტრიქონთა შორისი ინტერვალი – 1.0;
- სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
- ნახაზები (მკვეთრი გამოსახულება) და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
- პირველი გვერდის თავში უნდა დაიბეჭდოს (ან დაკოპირდეს) ზემოთ აღნიშნული კოლონტიტული (10 Pt, Bold, ინტერვალი – 1.0, ქვემოთ – ხაზი):
- ორი სტრიქონის გამოტოვებით უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
- სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt, Bold);
- მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (10Pt, Bold; სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *, **, და ა.შ.);
- სტრიქონის გამოტოვებით – სტატიის მოკლე ანოტაცია (Abstract) ინგლისურ ენაზე (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
- სტრიქონის გამოტოვებით – 3-4 საკვანძო სიტყვები (10 Pt, დახრილი შრიფტით);
- სტრიქონის გამოტოვებით – სტატიის შინაარსში (11 Pt);
- ორი სტრიქონის გამოტოვებით – გამოყენებული ლიტერატურა არაუმეტეს 10-სა, ნუმერაციით 1….10, (10 Pt); ტექსტში აღინიშნება [1]….[10];
———————————————————–
- სტატიის მოცულობა 3-4 გვერდი; ბოლო გვერდი არ უნდა იყოს გვერდის 3/4 – ზე ნაკლები (იხ. გაფორმებული სტატიის მაგალითი);
- ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა – არა უმეტეს 3-სა;
———————————————————–
- პოსტერის ზომები 594 × 841 მმ (A1 ფორმატი);
———————————————————–
- სტატიის ელექტრონული ვერსია გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: geophysics@tsu.ge;
- კონფერენციის შრომათა კრებული და ცალკეული სტატიები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში.
ლიტერატურის გაფორმება: წიგნების ან მონოგრაფიების გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; წიგნის ან მონოგრაფიის დასახელება; გამოცემის ადგილი; გამომცემლობის დასახელება; გამოცემის წელი, გვერდები. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი; ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის, შრომათა კრებულისდა ა.შ.) დასახელება; პუბლიკაციის ადგილი; გამოცემის წელი; ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები. მითითება ინტერნეტ წყაროებზე ხორციელდება სტატიის ტექსტში ნუმერაციის გარეშე, მაგ. (www.amindi.ge).
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე მეფარიძე – ელ. ფოსტა: geophysics@tsu.ge, მობ.: (+995) 599-90-41-00
ig-geophysics.ge
სარეგისტრაციო ბარათი