მზე ამჟამად იმყოფება ოცდამეხუთე ციკლის აღმავალ ფაზაში, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და 2030 წელს დასრულდება. გეომაგნიტური ქარიშხლების წყარო მზეზე მიმდინარე პროცესების, რაც გამოიხატება მზეზე შავი ლაქების რაოდენობის ზრდასთან. დღეის მდგომარეობით მათი რაოდენობა მზარდია და შესაბამისად დიდი ქარიშხლების გენერაციის ალბათობა იზრდება. ბოლო ქარიშხლის მაქსიმალური Dst ინდექსის მნიშვნელობამ – -412 nT-ს მიაღწია და 2003 წლის ე.წ. “ჰალოუვინი” -ს გეომაგნიტურ ქარიშხალს მცირედით ჩამორჩება (-422nT). ქარიშხალი დაიწყო 17.06 წუთზე და აღმავალმა ფაზამ, მაგნიტური ველის ჰორიზონტალური H კომპონენტის მნიშვნელობამ, მაქსიმუმს 17.39 წუთზე მიაღწია და 24091nT შეადგინა, ხოლო მაგნიტური ველის. დაძაბულობის სრული ვექტორის მოდულის მნიშვნელობამ დუშეთის ობსერვატორიაში 50104nT შეადგინა. ამის შემდეგ დაიწყო დეპრესიის ფაზა რომელმაც მინიმუმს 11.05- ში მიაღწია ჰორიზონტალური კომპონენტისათვის მიაღწია H=23493 nT- ს, ხოლო სრული ვექტორის მნიშვნელობა T=49800nT გახდა. როგორც წესი, დეპრესიის ფაზას მოჰყვება აღდგენის ფაზა, რომელიც რამოდენიმე დღეს გრძელდება და ამჟამადაც მიმდინარებს. აღსანიშნავი მზის ქარის უპრეცედენტოდ დიდი სიჩქარე, რომლის მნიშვნელობამ 800კმ/წმ-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მოცემული ციკლის მაქსიმუმი 2025 წელსაა და შესაბამისად უფრო დიდი ქარიშხლების მოლოდინი უნდა გვქონდეს.

სურათებზე წარმოდგენილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დუშეთის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში და თბილისის კოსმოფიზიკურ ობსერვატორიაში რეგისტრირებული, 10.05.2024 მაგნიტური ქარიშხალის ჩანაწერი ჩანაწერები. ორივე ობსერვატორიის ჩანაწერებზე მკაფიოდ არის დაფიქსირებული აღნიშნული მოვლენა.