თსუ – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი

ატმოსფეროს ფიზიკის სექტორის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ვიქტორ ჩიხლაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე – სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები

მომხსენებელმა ისაუბრა მათი მუშაობის პრინციპებსა და ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებზე. განხილული იყო ინფორმაცია საბჭოთა და რუსული წარმოების სამი თაობის რაკეტების შესახებ, მათი დამუშავების, გამოშვების და გამოყენების საკითხში გეოფიზიკის ინსტიტუტის როლზე. მომხსენებელმა აგრეთვე ისაუბრა ამჟამად საქართველოში გამოყენებულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების და ავტომატიზირებული გამშვები დანადგარების ტიპებზე. განხილული იყო მსოფლიოში არსებული ეტაპობრივი რაკეტების კონსტრუქცია, ფრენის ტრაექტორიების და გამოყენებული სეტყვის საწინააღმდეგო რეაგენტების თავისებურება.

თსუ, გეოფიზიკის ინსტიტუტის დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომელმა თამაზ მათიაშვილმა გააკეთა მოხსენება გეომაგნიტური ქარიშხლების შესახებ:

გეომაგნიტური ქარიშხლები გეომაგნიტური აქტივობის ერთ-ერთი სახეობაა. ისინი გამოწვეულია მზის ქარის შეშფოთებული ნაკადების დედამიწის სიახლოვეს შეღწევით და დედამიწის მაგნიტოსფეროსთან მათი ურთიერთქმედებით.

დაკვირვებების მთელ ისტორიაში ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი იყო 1859 წლის გეომაგნიტური ქარიშხალი (Dst = -1760 nT), ან “კარინგტონის მოვლენა”. ამ ქარიშხალმა გამოიწვია ტელეგრაფების ძლიერი გაუმართაობა. ავრორა, რომელიც მას თან ახლდა, ტროპიკებშიც კი შეინიშნებოდა.

03.03.24 დედამიწის მაგნიტურ ველში დაფიქსირებული იქნა ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც მიეკუთვნება G2, საშუალო კლასს. შრგოთების მაქსიმალური კლასი K ინდექსის მახასითებლით უტოლდება 6 -ს. მისი რეგისტრაცია მოხდა დუშეთის ობსერვატორიაშიც. შესაბამისი მასლა წარმოდგენილია ჩვენსავე ფეისბუკის გვერდზე 07.03.24-ში.

2024 წლის 10 მაისს დედამიწაზე დაფიქსირდა ამ საუკუნეში ინტენსივობით მეორე უმაღლესი G5 კლასის მაგნიტური ქარიშხალი. ქარიშხლის მაქსიმალური Dst ინდექსის მნიშვნელობამ – -412 nT-ს მიაღწია და მცირედით ჩამორჩება 2003 წლის ე.წ. “ჰალოუვინი” -ს გეომაგნიტურ ქარიშხალს (-422nT). აღსანიშნავი მზის ქარის უპრეცედენტოდ დიდი სიჩქარე, რომლის მნიშვნელობამ 800კმ/წმ-ს გადააჭარბა. მისი რეგისტრაცია მოხდა დუშეთის ობსერვატორიაშიც. შესაბამისი მასლა წარმოდგენილია ჩვენსავე ფეისბუკის გვერდზე 16.05.24-ში.

დედამიწის გეომაგნიტური ველი დროში და სივრცეში ძლიერ ცვლადი და დინამიურია, რაც აისახება მის ყველა პარამეტრში. ცვლილებებს განიცდის გეომაგნიტური ველის პოლუსებიც, რაც გამოიხატება დასავლეთის დღე-დრეიფში. მე-20 საუკუნეში ჩრდილოეთ გეომაგნიტური პოლუსის დრეიფმა სულ შეადგინა 1100კილომეტრი. 21-ე საუკუნეში მოხდა დრეიფის სიჩქარის მკვეთრი მომატება, რაც რაოდენობრივად წელიწადში 50-60 კილომეტრის ფარგლებში მერყეობდა და კანადიდან ჩრდილოეთ ციმბირის მიმართულებით გადაადგილდება. აღნიშნული ცვლილებები აისახება მსოფლიოს ყველა გეომაგნიტურ ობსერვატორიაში და რა თქმა უნდა, დუშეთის ობსერვატორიაშიც. კერძოდ, მიხაილოვის კუთხის წლიურმა მატებამ შეადგინა 5-6′ და დღეის მდგომარეობით შეადგენს 7°02′. გეომაგნიტური ველის დაძაბულობის ვექტორის მოდულის წლიური გრადიენტი კი დადებითი დინამიკით 50-60nT-ს შეადინს. აღნიშნული ცვლილებები შეეხო გეომაგნიტური ველის სხვა მდგენელებსაც, კერძოდ, ჰორიზონტალური კომპონენტა განიცდიდა კლებას 10-15 nTს რაოდენობით წელიწადში, ხოლო ვერტიკალური მატულობდა 60-70nT-ს რაოდენობით. ზემოთ აღწერილი მოვლენები სავარაუდოდ კავშირშია მზის აქტივობის 11 წლიანი ციკლის 23 და 24 ციკლების დაბალ აქტივობასთან. რაც შეეხება 25-ე ციკლს, რომელიც ამჟამად აღმავალ ფაზაშია და პიკს 2025-2026 წლებში მიაღწევს, მან შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოახდინოს გეომაგნიტური ველის დინამიკაში.

მცირე ინფორმაცია თსუ გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორიის შესახებ გააკეთა ობსერვატორიის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნუგზარ ღლონტმა:

ყველა გეომაგნიტური ქარიშხალი ასევე დაფიქსირდა კოსმოფიზიკური ობსერვატორიის მონაცემებში. ეს იძლევა საშუალებას დუშეთის ობსერვატორიასთნ ერთად გაკეთდეს მნიშვნელოვანი კვლევები გეომაგნიტურ ქარიშხლებთან და მზე-დედამიწის კავშირთან დაკავშირებით.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top