თსუ – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი

ნენსკრას ხეობაში DAMAST Transfer-ის პროექტის ფარგლებში დროებით განლაგებული სეიმური სადგურები მოიხსნა და ჩანაცვლდა მუდმივი სადგურებით​​

ა.წ. 18 – 24 ივნისის ჩათვლით თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის სეიმოლოგების ჯგუფის წევრები – ნინო წერეთელი, ნაზი ტუღუში, ლუკა ღომიძე, თეიმურაზ კვირცხალია და ემზარ ღაჟონია, გერმანელ კოლეგასთან – ფელიქს ბოგელსპახესთან ერთად, იმყოფებოდნენ ნენსკრას ხეობასა   და წალენჯიხის რაიონში. 

ნენსკრას ხეობაში DAMAST Transfer-ის პროექტის ფარგლებში დროებით განლაგებული სეიმური სადგურები მოიხსნა და ჩანაცვლდა მუდმივი სადგურებით. წალენჯიხის რაიონში კი მოხდა ენგურჰესის ირგვლივ განლაგებული სეისმური სადგურების მონახულება-შეკეთება. ორ სადგურზე გამოიცვლა დამმუხტველი და აღდგა მონაცემების რეალურ დროში გადაცემა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top