ძვირფასო კოლეგებო,
2026 წ.12-13ნოემბერს, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში გაიმართება ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია ,,დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების გამოწვევები XXI საუკუნეში’’
გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!
საკონტაქტო პირი: სოფიკო მათიაშვილი: sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com;
მობ: +995551369999
ig-geophysics.ge
დანართი: 1. საინფორმაციო წერილი,
2. სარეგისტრაციო ბარათი,
3. მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის.
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს (ახალგაზრდა მეცნიერებს, მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, (ასევე, მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი), აგრეთვე, უფროსი თაობის მკვლევარებს ახალგაზრდა მეცნიერებთან თანაავტორობით, ამ შემთხვევაში მოხსენება უნდა გააკეთოს ახალგაზრდა მეცნიერმა.
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური. სტატიების წარდგენა ხდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ქართულენოვან სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეზიუმე ასევე ინგლისურ ენაზე. ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა (თანდართული ფორმებით).
კონფერენციის თემები
- დედამიწის წიაღის ფიზიკა, სეისმოლოგია, გეოდინამიკა.
- ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, კარტოგრაფია.
- გეოლოგია, ტექტონიკა, ვულკანოლოგია.
- გეომაგნეტიზმი, პალეომაგნეტიზმი.
- ატმოსფერო, მეტეოროლოგია, კლიმატი.
- ოზონი, ზედა ატმოსფერო, იონოსფერო.
- ოკეანოგრაფია.
- ჰიდროგეოფიზიკა, საინჟინრო და გარემოს გეოფიზიკა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება.
- ჰიდროლოგია, საინჟინრო გეოფიზიკა.
- მზე-დედამიწის კავშირები.
- პლანეტარული გეოლოგია და გეოფიზიკა.
- ეკოლოგია, ეკოსისტემები.
- ბუნებრივი კატასტროფები და გეოსაფრთხეები.
- მონაცემტა ანალიზი.
- ადამიანი და გარემო (სამედიცინო მეტეოროლოგია, ბიოკლიმატოლოგია, ასტრობიოლოგია, კოსმოსური ამინდი და სხვა).
- სხვა საკითხები, დაკავშირებული დედამიწის ძირითადი გარსების (ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო) კვლევებთან.
კონფერენციის მიზნები
- ახალგაზრდა მეცნიერთა პოტენციალის გამოვლენა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში;
- სამეცნიერო კვლევების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა;
- კონფერენციის თემის საკითხების მიმართ საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- კონფერენციის თემის საკითხების გარშემო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება;
- მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირებისთვის იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგებთან.
კონფერენციის ამოცანები
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში მრავალწლიანი კვლევების შედეგების პრეზენტაცია პლენარულ სხდომაზე (ზეპირი);
- სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული მოხსენებების პრეზენტაცია და მათი განხილვა პლენარულ, სასექციო სხდომებზე და სტენდური სახით.
სამიზნე ჯგუფები
- ახალგაზრდები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფერენციის თემატიკასთან.
- (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და სხვა).
მოსალოდნელი შედეგები
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში ისტორიული და თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაცია;
- მსოფლიოს ფართო საზოგადოებისათვის იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებასთან;
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული თანამედროვე მიღწევების სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენებისათვის;
- კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური რისკების შეფასება და ამ რისკების პრევენციისათვის საერთო მოქმედებების ორგანიზების შესაძლებლობების გამოვლენა;
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
კონფერენციის ორგანიზატორები
- თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი
- საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია.
მნიშვნელოვანი თარიღები
- განაცხადების და სტატიების მიღება (თანდართული ფორმებით) – 2026 წ. 10 ოქტომბერის ჩათვლით;
- სტატიების შერჩევა და შერჩეული სატატიების შესახებ შეტყობინების გაგზავნა – 2026 წ. 20 ოქტომბერი;
- პოსტერის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2026 წ. 5 ნოემბრამდე. დასწრებულად სტენდური მოხსენების შენთხვევეში პოსტერები იქონიეთ თან;
- ავტორთა შეტყობინება (პროგრამა და სხვ) – 2026 წ. 5 ნოემბრამდე;
- კონფერენციის შრომათა კრებულის გამოცემა – 2026 წ. 12 ნოემბრამდე;
- თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გეოფიზიკის ინსტიტუტის პორტალზე კონფერენციის შრომათა კრებულის და ცალკეული სტატიების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა – 2026 წ. 15 დეკემბრამდე;
- კონფერენციაზე რეგისტრაცია – 2026 წ. 12 ნოემბრამდე.
საკონტაქტო პირი:
სოფიკო მათიაშვილი: sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com; Mob.: 551369999
ig-geophysics.ge
ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების გამოწვევები XXI საუკუნეში“, თბილისი, საქართველო, 12 – 13 ნოემბერი, 2026 წ.
International Youth Scientific Conference “The difficulties faced by Earth sciences in the 21st century”,
Tbilisi, Georgia, November 12 – 13, 2026
მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word 2003 -ში; (save as 97-2003);
- არეები: ზედა, მარცხენა, მარჯვენა, ქვედა -20 მმ;
- გამოყენებული შრიფრი: ქართული სტატიისათვის Sylfaen. ინგლისური სტატიებისათვის Times New Roman. სტრიქონთა შორისი ინტერვალი – 1.0;
- სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
- ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
- პირველი გვერდის თავში უნდა დაიბეჭდოს (ან დაკოპირდეს) ზემოთ აღნიშნული კოლონტიტული (10 Pt, Bold, ინტერვალი – 1.0, ქვემოთ – ხაზი):
- ორი სტრიქონის გამოტოვებით უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt , Bold);
- სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt , Bold);
- მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (10Pt, Bold; სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *, **, და ა.შ.);
- სტრიქონის გამოტოვებით – სტატიის მოკლე ანოტაცია იმ ენაზე, რომელზეც დაწერილია სტატია, 3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
- სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსში (11 Pt);
- ორი სტრიქონის გამოტოვებით – გამოყენებული ლიტერატურა არაუმეტეს 10-სა, ნუმერაციით 1….10, (10 Pt); ტექსტში აღინიშნება [1]….[10];
- ორი სტრიქონის გამოტოვებით ანოტაცია – ქართულ ენაზე დაწერილ ნაშრომში ინგლისურ ენაზე და პირიქით: სტატიის სათაური (14 Pt , Bold), სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt, Bold); სტრიქონის გამოტოვებით – რეზიუმე 3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt); სულ არაუმეტეს 500 სიმბოლო;
————————————————————-
- სტატიის მოცულობა 3-4 გვერდი; ბოლო გვერდი არ უნდა იყოს გვერდის 3/4 – ზე ნაკლები;
- ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა;
————————————————————-
- პოსტერის ზომები 594 × 841 მმ (A1 ფორმატი);
- სტატიის ელექტრონული ვერსია გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com
- კონფერენციის შრომათა კრებული და ცალკეული სტატიები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში.
ლიტერატურის გაფორმება: წიგნების ან მონოგრაფიების გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; წიგნის ან მონოგრაფიის დასახელება; გამოცემის ადგილი; გამომცემლობის დასახელება; გამოცემის წელი, გვერდები. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი; ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის, შრომათა კრებულისდა ა.შ.) დასახელება; პუბლიკაციის ადგილი; გამოცემის წელი; ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები.
მითითება ინტერნეტ წყაროებზე ხორციელდება სტატიის ტექსტში ნუმერაციის გარეშე, მაგ. (www.amindi.ge).
საკონტაქტო პირი:
სოფიკო მათიაშვილი: sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com; Mob.: 551369999
ig-geophysics.ge