თსუ – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი

ახალგაზრდული კონფერენცია

ძვირფასო კოლეგებო,

2026 წ.12-13ნოემბერს, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში  გაიმართება ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია ,,დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების გამოწვევები XXI საუკუნეში’’

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

საკონტაქტო პირი: სოფიკო მათიაშვილი: sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com;  

 მობ: +995551369999

ig-geophysics.ge

დანართი:   1.  საინფორმაციო წერილი,

                     2. სარეგისტრაციო ბარათი,

                     3. მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის.

პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი  

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს (ახალგაზრდა მეცნიერებს, მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, (ასევე, მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი), აგრეთვე, უფროსი თაობის მკვლევარებს ახალგაზრდა მეცნიერებთან თანაავტორობით, ამ შემთხვევაში მოხსენება უნდა გააკეთოს ახალგაზრდა მეცნიერმა.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური. სტატიების წარდგენა ხდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ქართულენოვან სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეზიუმე ასევე ინგლისურ ენაზე. ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა (თანდართული ფორმებით).

კონფერენციის თემები

  1. დედამიწის წიაღის ფიზიკა, სეისმოლოგია, გეოდინამიკა.
  2. ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, კარტოგრაფია.
  3. გეოლოგია, ტექტონიკა, ვულკანოლოგია.
  4. გეომაგნეტიზმი, პალეომაგნეტიზმი.
  5. ატმოსფერო, მეტეოროლოგია, კლიმატი.
  6. ოზონი, ზედა ატმოსფერო, იონოსფერო.
  7. ოკეანოგრაფია.
  8. ჰიდროგეოფიზიკა, საინჟინრო და გარემოს გეოფიზიკა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება.
  9. ჰიდროლოგია, საინჟინრო გეოფიზიკა.
  10. მზე-დედამიწის კავშირები.
  11. პლანეტარული გეოლოგია და გეოფიზიკა.
  12. ეკოლოგია, ეკოსისტემები.
  13. ბუნებრივი კატასტროფები და გეოსაფრთხეები.
  14. მონაცემტა ანალიზი.
  15. ადამიანი და გარემო (სამედიცინო მეტეოროლოგია, ბიოკლიმატოლოგია, ასტრობიოლოგია, კოსმოსური ამინდი და სხვა).
  16. სხვა საკითხები, დაკავშირებული დედამიწის ძირითადი გარსების (ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო) კვლევებთან.

კონფერენციის მიზნები

  • ახალგაზრდა მეცნიერთა პოტენციალის გამოვლენა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში;
  • სამეცნიერო კვლევების  განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა;
  • კონფერენციის თემის საკითხების მიმართ საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • კონფერენციის თემის საკითხების გარშემო  საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება;
  • მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისა  და პირებისთვის იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგებთან.

კონფერენციის ამოცანები

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში მრავალწლიანი კვლევების  შედეგების  პრეზენტაცია პლენარულ სხდომაზე (ზეპირი);
  • სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული მოხსენებების პრეზენტაცია და მათი განხილვა პლენარულ, სასექციო სხდომებზე და სტენდური სახით.

სამიზნე ჯგუფები

  • ახალგაზრდები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფერენციის თემატიკასთან.
  • (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და სხვა).

მოსალოდნელი შედეგები

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში ისტორიული და თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაცია;
  • მსოფლიოს ფართო  საზოგადოებისათვის   იმ პრობლემების თანამედროვე მდგომარეობასთან გაცნობა, რომლებიც დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებასთან;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული თანამედროვე მიღწევების სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენებისათვის;
  •  კონფერენციის თემატიკებთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური რისკების შეფასება და ამ რისკების პრევენციისათვის საერთო მოქმედებების ორგანიზების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დარგში საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.

ონფერენციის  ორგანიზატორები

  • თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი
  • საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • განაცხადების და სტატიების მიღება (თანდართული ფორმებით) 2026 წ. 10 ოქტომბერის ჩათვლით;
  • სტატიების შერჩევა და შერჩეული სატატიების შესახებ შეტყობინების გაგზავნა 2026 წ. 20 ოქტომბერი;
  • პოსტერის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) 2026 წ. 5 ნოემბრამდე. დასწრებულად სტენდური მოხსენების შენთხვევეში პოსტერები იქონიეთ თან;
  • ავტორთა შეტყობინება (პროგრამა და სხვ) –  2026 წ. 5  ნოემბრამდე;
  • კონფერენციის შრომათა კრებულის გამოცემა – 2026 წ. 12  ნოემბრამდე;
  • თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გეოფიზიკის ინსტიტუტის პორტალზე კონფერენციის შრომათა კრებულის და ცალკეული სტატიების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა    – 2026 წ. 15  დეკემბრამდე;
  • კონფერენციაზე რეგისტრაცია –  2026 წ. 12  ნოემბრამდე.

საკონტაქტო პირი:

სოფიკო მათიაშვილი:  sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com;  Mob.: 551369999

ig-geophysics.ge

ახალგაზრდული საერთაშორისო  კონფერენცია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები გამოწვევები XXI საუკუნეში“, თბილისი, საქართველო, 12 – 13 ნოემბერი, 2026 .

International Youth Scientific Conference “The difficulties faced by Earth sciences in the 21st century”,

Tbilisi, Georgia, November 12 – 13, 2026


მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word 2003 -ში; (save as 97-2003);
  • არეები: ზედა, მარცხენა, მარჯვენა, ქვედა -20 მმ;
  • გამოყენებული შრიფრი: ქართული სტატიისათვის Sylfaen. ინგლისური სტატიებისათვის Times New Roman. სტრიქონთა შორისი ინტერვალი – 1.0;
  • სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
  • ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;
  • პირველი გვერდის თავში უნდა დაიბეჭდოს (ან დაკოპირდეს) ზემოთ აღნიშნული კოლონტიტული (10 Pt, Bold, ინტერვალი – 1.0, ქვემოთ – ხაზი):
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt , Bold);
  • სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt , Bold);
  • მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება  (10Pt, Bold; სტატიაში სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *, **, და ა.შ.);
  • სტრიქონის გამოტოვებით – სტატიის მოკლე ანოტაცია იმ ენაზე, რომელზეც დაწერილია სტატია, 3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 500 სიმბოლოსი);
  • სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსში (11 Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით – გამოყენებული ლიტერატურა არაუმეტეს 10-სა, ნუმერაციით 1….10, (10 Pt); ტექსტში აღინიშნება [1]….[10];
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით ანოტაცია – ქართულ ენაზე დაწერილ ნაშრომში ინგლისურ ენაზე და პირიქით: სტატიის სათაური (14 Pt , Bold), სტრიქონის გამოტოვებით – ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (12 Pt, Bold); სტრიქონის გამოტოვებით – რეზიუმე 3-4 საკვანძო სიტყვით (10 Pt); სულ არაუმეტეს 500 სიმბოლო;

————————————————————-

  • სტატიის მოცულობა 3-4 გვერდი; ბოლო გვერდი არ უნდა იყოს გვერდის 3/4 – ზე ნაკლები;
  • ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა;

————————————————————-

  • პოსტერის ზომები 594 × 841 მმ (A1 ფორმატი);
  • სტატიის ელექტრონული ვერსია გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com
  •  კონფერენციის შრომათა კრებული და ცალკეული სტატიები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში.

ლიტერატურის გაფორმება: წიგნების ან მონოგრაფიების გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; წიგნის ან მონოგრაფიის დასახელება; გამოცემის ადგილი; გამომცემლობის დასახელება; გამოცემის წელი, გვერდები. სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისას უნდა მიეთითოს: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; ნაშრომის დასახელება; ორი დახრილი ხაზი; ჟურნალის (კონფერენციის, კონგრესის, შრომათა კრებულისდა ა.შ.) დასახელება; პუბლიკაციის ადგილი; გამოცემის წელი; ჟურნალის (ტომის) ნომერი, გვერდები.

მითითება ინტერნეტ წყაროებზე ხორციელდება სტატიის ტექსტში ნუმერაციის გარეშე, მაგ. (www.amindi.ge).

 საკონტაქტო პირი:

 სოფიკო მათიაშვილი:  sophiko.matiashvili@tsu.ge / matiashvilisophiko@gmail.com;  Mob.: 551369999

 ig-geophysics.ge

სარეგისტრაციო ბარათი

Scroll to Top